„ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ძველი ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდა. ირაკლი ხელაძემ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული გეგმები გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. კანდიდატის თქმით, მოსახლეობასთან შეთანხმდა, რომ არჩევის შემთხვევაში, ყველა საკითხი ეტაპობრივად იქნება გადაჭრილი.