ანტიქართული მოვლენა – ასე შეაფასა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ პატრიარქთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ეს უწმინდესსა და ეკლესიაზე მიზანმიმართული შეტევაა.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში ერთ-ერთ ღონისძიებაზე სტუმრობისას თქვა, რომ ეკლესიასთან დაკავშირებით საქართველოში კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზი კი მისივე შეფასებით, პატრიარქის სისუსტეა.