„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და წევრები რეგიონულ ორგანიზაციებთან და პარტიულ აქტივთან შეხვედრებს აგრძელებენ. ირაკლი ღარიბაშვილი ამჯერად ბორჯომში იმყოფებოდა, სადაც სამცხე-ჯავახეთის მხარის ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდა.
საუბრის მთავარი თემა მოახლოებული არჩევნები იყო. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს ასი დღის განმავლობაში, ათ რეგიონში შეხვდება.