„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რეგიონულ ორგანიზაციებთან და პარტიულ აქტივთან შეხვედრებს აგრძელებს. ირაკლი ღარიბაშვილი ამჯერად მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ეწვია. შეხვედრას, რომლის ძირითადი თემა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები იყო, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულიც დაესწრო. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო.