„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ამბროლაურში პარტიულ აქტივს ხვდება. პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და აქტივთან შეხვედრაზე პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც იმყოფებიან.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის მხარეში. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში ათ რეგიონში შეხვდება.