„ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი, სავარაუდოდ, ივლისში დასახელდება

პარტია „ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დასახელდება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, გუნდში საკითხზე მსჯელობა უკვე დაწყებულია. მათივე თქმით, საუბარია რამდენიმე კანდიდატზე, თუმცა დეპუტატები კონკრეტიკისგან თავს იკავებენ.