„ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი ივლისში დასახელდება

12:18, 07.05.2018

პარტია „ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი ივლისში დასახელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როდის დასახელდება პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, რაზეც გიორგი კვირიკაშვილი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

“საპრეზიდენტო კანდიდატი ივლისში დასახელდება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო ვადა ოქტომბერში ეწურება.

მსგავსი