პარტია „ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი ივლისში დასახელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როდის დასახელდება პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, რაზეც გიორგი კვირიკაშვილი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
“საპრეზიდენტო კანდიდატი ივლისში დასახელდება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო ვადა ოქტომბერში ეწურება.