კახა კალაძე - საპრეზიდენტო კანდიდატზე გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს 
კახა კალაძე - საპრეზიდენტო კანდიდატზე გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს 

პარტია „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებამდე თვე-ნახევარი, ორი თვით ადრე დაასახელებს,- ამის შესახებ თბილისი მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.

“საპრეზიდენტო არჩევნები არის ოქტომბერში. კანდიდატის დასახელება ჯერ ძალიან ადრეა.  გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა, კანდიდატის შერჩევა. თვე-ნახევრით, ორი თვით ადრე დავასახელებთ საპრეზიდენტო კანდიდატს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო ვადა ოქტომბერში ეწურება.