ერთი კვირის დაგვიანებით მმართველმა პარტიამ საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა.
პრეზენტაცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროგრამაში სხვადასხვა სფეროს განვითარების გზებზე ვრცლად არის საუბარი, გაცემულია კონკრეტული დაპირებები. შეჯამებულია წინა წლებში განხორციელებული პროექტები და გაწერილია სამომავლო გეგმები. პროგრამის წარდგენა პირველ ოქტომბერს იყო დაანონსებული, თუმცა ღონისძიება გადაიდო – მიზეზად პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.