„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება

„ქართული ოცნება“ დღეს თბილისში საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას გამართავს – საღამოს 19:00 საათზე ლიდერები, მხარდამჭერებთან ერთად, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან. მმართველი გუნდის განმარტებით, ქართველი ხალხის არჩევანი დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ მათ უნდათ მშვიდობა და მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“.

თავისუფლების მოედანზე მისულ მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ ლიდერები სიტყვით მიმართავენ. მანამდე მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო შეხვედრები ათ რეგიონში გამართა.