„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ქედაში, შუახევსა და ხულოში იმყოფებოდა. მან მოსახლეობას პარლამენტის დელეგატები წარუდგინა. მაღალმთიან აჭარაში გამართულ შეხვედრებს „ქართული ოცნების“ დელეგატები, მაჟორიტარი დეპუტატები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ქობულეთის მერიისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.