პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ხობის ახლადგახსნილ სკვერში ხობის, სენაკისა და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წარადგინა. დეპუტატობის კანდიდატმა რეგიონში უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. სამუშაო ადგილები, გაზიფიცირება, წყლით მომარაგება და შიდა გზები – ეს ის პრიორიტეტული მიმართულებებია, რაზეც ხახუბიას თქმით, მუშაობა აქტიურად უნდა გაგრძელდეს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხობში, პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ წარადგინეს.