„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია

ოლიმპიური ჩემპიონები, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის დელეგატები, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი კახეთში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად ქუჩაში მსვლელობა გამართეს.

ჩემპიონები ესტუმრნენ ცენტრალურ მოედნებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ დარბაზებს, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ჩემპიონებთან ერთად მსვლელობაში ადგილობრივი მოსახლეობა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და პარლამენტის წევრი, გელა სამხარაული მონაწილეობდნენ.