ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, რომლებიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულში არიან, ოზურგეთში „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატთან, ვასილ ჩიგოგიძესთან და პარლამენტის წევრებთან, არჩილ თალაკვაძესთან, ნინო წილოსანთან და მარიამ ლაშხთან ერთად ახალგაზრდებს და სპორტსმენებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე, განათლებისა და სპორტის მიმართულებით მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროექტებზე.