გლდანის რაიონში, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები ნევროლოგიური ცენტრის ბენეფიციარებს შეხვდნენ. მათ ჯანდაცვის მიმართულებით არსებული პროგრამები განიხილეს. შეხვედრაზე პარტიის წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით არსებული პრობლემები და გამოწვევები მოისმინეს. „ქართული ოცნების“ წევრებმა აღნიშნეს, რომ 2025 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს და ბენეფიციარებს დაპირდნენ, რეკომენდაციებისა და მოთხოვნების გათვალისწინებას.