„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. საზოგადოებას მან საარჩევნო პროგრამა და 8-პუნქტიანი გეგმა გააცნო, რომელიც მუნიციპალიტეტის საჭიროებებზეა მორგებული. მათ შორის არის წყლით მომარაგების პრობლემების მოგვარება, სოციალური ინფრასტრუქტურის განახლება და გზების მოწესრიგება.