კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, რასაც ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს. მათი თქმით, კონკრეტული განცხადებით ბიძინა ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს დამოუკიდებლობის სულისკვეთებას.
მმართველი გუნდი კი განმარტავს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი უმნიშვნელოვანესია და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიზანმიმართულად დაამახინჯა ბიძინა ივანიშვილის სიტყვები. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნება იქ მყოფი მოსახლეობის გარეშე მიუღებელია.