ამბროლაურში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენცია გაიმართა. პარტიის წევრებს პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა, რომელმაც სიღარიბის დაძლევაზე, რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პრობლემებზე ისაუბრა.
პრემიერის შეფასებით, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი ის რეგიონებია, სადაც ნამდვილად გმირი მოსახლეობა ცხოვრობს, რომელმაც ურთულესი პერიოდი გამოიარა. განცხადებები გააკეთეს პარლამენტის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა.