„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს. დისკუსია ამჯერად გორში გაიმართა. საუბარი შეეხო პრობლემებსა და საჭიროებებს, რომელიც რეგიონში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ქალებს აწუხებთ. შეხვედრას ორგანიზაციის წევრ ქალებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარეც ესწრებოდნენ.