„ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ კონფერენცია გამართა. ორგანიზაციის წევრებმა ორწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს და გამგეობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს, გამგეობის თავმჯდომარედ კი მეორე ვადით ნინო წილოსანი აირჩიეს.
ღონისძიებას ასობით დელეგატი, დეპუტატები და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ. დღეისთვის ქალთა ორგანიზაცია ექვსი ათასამდე მხარდამჭერს აერთიანებს.