„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების საქმიანობის შესახებ „ქართული ოცნების“ კვლევის შედეგები პოლიტიკურ სპექტრში ისევ განხილვის თემაა. მმართველი გუნდის ინფორმაციით, 474 ორგანიზაციიდან კრიტერიუმებს მხოლოდ რვა აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ მათ მიაჩნიათ, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება მნიშვნელოვანი იყო. ოპოზიცია კი კვლავ კრიტიკულია. მათი თქმით, ხელისუფლებამ მესამე სექტორის გამჭვირვალობის ნაცვლად, ქვეყნის ბიუჯეტის გამჭვირვალობაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. მათ შორისაა გრანტებისა და პროექტების შესახებ ცნობები, ვებგვერდი და ინფორმაცია დონორებზე. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ შესწავლილი ორგანიზაციების დიდი უმრავლესობა მინიმალურ კრიტერიუმებსაც ვერ აკმაყოფილებს.