„ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. დღეს საქართველოს პრემიერმა ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. წარდგენას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების მინისტრები. წარდგენამდე მმართველი პარტიის ლიდერები ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ აღადგინა. პრემიერმა თავის გამოსვლაში ზვიად გამსახურდიასა და ეროვნულ მოძრაობაზე ისაუბრა.