„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ლიდერები კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდნენ. ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. განიხილეს საგარეო პოლიტიკური პროცესები. აქცენტი გაკეთდა საშუალო ვადიან გეგმებზე. შეგახსენებთ. რეგიონული შეხვედრები უკვე გაიმართა სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარისა და გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან.