ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟსს, საქართველოს რუკის დამახინჯების თაობაზე, „ქართული ოცნების“ ლიდერები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ეს იყო საარჩევნო ოლქების რუკა, რეგიონების რუკაც კი არ არის. ეს ოპოზიცია საერთოდ არჩევნებში სად მონაწილეობდა, ეგ თუ იციან, უკვე ეგ კითხვაც მიჩნდება“ – წერს შალვა პაპუაშვილი.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ვინც ჯერ არ იცის. საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა „ეს არის ამათი რუკაო – უსამშობლოებმა წამების განსხვავებით დაიწყეს პოსტების წერა, რითაც იმის გადაფარვა სცადეს, რაც შალვა პაპუაშვილმა მათ ამ ბრიფინგზე დამართა,“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.