„ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. მმართველმა გუნდმა საკუთარი კანდიდატები დღეს წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილსა და სენაკში წარადგინა. კანდიდატების წარდგენაში პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები მონაწილეობდნენ.