„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ახალი კანონის მიღებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური დაპირისპირების თემაა. საუბარია საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მმართველი გუნდის თქმით, საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.
კანონპროექტი პარლამენტში უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება. ოპოზიცია თვლის, რომ დამატებით რეგულაციები ამ მიმართულებით საჭირო არ არის და მიზანი საარჩევნოდ ხმების მოპოვებაა. მმართველ პარტიაში კი ოპონენტებს თანამშრომლობისა და რეგულაციების ერთად შემუშავებისკენ მოუწოდებენ.
ნათია ქენქაძე დეტალებით.