„ქართული ოცნების“ ინიციატივა

„ქართული ოცნება“ უახლოეს მომავალში რელიგიური ნაგებობების და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრებაზე საკანონდებლო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ დღეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამების საკათედრო ტაძარში გუშინ მომხდარმა ფაქტმა საზოგადოების ნაწილში სამართლიანი პროტესტი და მღელვარება გამოიწვია. მისივე შეფასებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა მსგავსი ქმედებისთვის შესაბამის პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს.