„ქართული ოცნების“ გზავნილები - შეფასებები

„მთელმა საზოგადოებამ უპასუხა კითხვას სად დგას საქართველო“ – ასეთია მმართველი გუნდის შეფასებები გუშინდელი საყოველთაო სახალხო შეკრების შემდეგ, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ იყო ორგანიზებული. უმრავლესობის წევრებმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადეს.

რადიკალურად განსხვავებულად შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ რომ მოქალაქეები თბილისში მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოიყვანეს. მხარეთა პოზიციებს თათია ტაბეშაძე გაგვაცნობს.