საერთო სახალხო შეკრება 29 აპრილს

„ქართული ოცნება“, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ მომხრეებთან ერთად, აქციისთვის ემზადება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საყოველთაო შეკრების მოთხოვნა მხარდამჭერებისგან მიიღეს. ცნობილია, რომ აქციას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. დაანონსებულ შეკრებას ოპოზიცია საზოგადოების გაყოფისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ საზოგადოების დაპირისპირებაზე საუბრით, ოპოზიცია აქციის დისკრედიტაციას ცდილობს.