„ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციაში ადანაშაულებს. როგორც მმართველი პარტიის ბათუმის შტაბის ხელმძღვანელმა განაცხდა, გუშინ, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ადგილი ჰქონდა მთიან აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანზორ ბოლქვაძის წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მცდელობას. მისივე განცხადებით, აქტივისტები მიდიოდნენ პროვოკაციაზე, რის გამოც, კანდიდატმა შეხვედრა შეწყვიტა. გიორგი მანველიძის განცხადებით, ინციდენტში მონაწილეობდა ფირუზ წულუკიძე, რომელსაც ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ძმის გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში გამართული გახმაურებული აქციები უკავშირდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მმართველ გუნდს წერილობით უპასუხეს. მათი განაცხადებთ, ანზორ ბოლქვაძე რამდენიმე სოფელში თავად ადგილობრივებმა არ მიიღეს.