დავოსთან ერთად საქართველოს საინვესტიციო გარემოს და ეკონომიკურ მაჩვენებლებს ეცნობიან ჩინეთში.
სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ სიდიდის მეორე ეკონომიკის ქვეყანაში „ქართული ოცნების“ ლიდერები იმყოფებიან და ჩინეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების გეგმებს სახავენ. პეკინის შემდეგ შეხვედრები შანხაიში გრძელდება. მმართველი პარტიის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები დღეს შანხაის მუნიციპალური საბჭოს ხელმძღვანელობამ მიიღო. ვიზიტის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდის აბრეშუმის გზის მომავალი და მასში ჩინეთის როლი. ოფიციალურ პეკინს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ალტერნატიული მარშრუტის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი უკვე დეკლარირებული აქვს. ვიზიტის კიდევ ერთი მიმართულება ქართული ბიზნეს-გარემოს გაცნობა და ჩინეთიდან ახალი ინვესტიციების მოზიდვაა.