ქართული მედიის ყურადღება მიმართულია ჩინეთისკენ.
„ქართული ოცნების“ დელეგაცია პეკინში იმყოფება. დეპუტატებისგან შემდგარ დელეგაციას მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ფონზე ვიზიტის მიმართ ინტერესი დიდია. მთავრობის და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების მთავარ მიზნად ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება და ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელ შუა დერეფნის მომავალზე მსჯელობა სახელდება. ტვირთების და ენერგორესურსების გადაზიდვის ალტერნატიულ მარშრუტში საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულია. თუმცა, პეკინსა და შანხაიში ვიზიტს პოლიტიკური ვნებათაღელვა მოჰყვა თბილისში. ოპოზიციის ნაწილს ჩინეთის მმართველ კომუნისტურ პარტიასთან დაგეგმილი შეხვედრების გამო კითხვები აქვს და „ქართულ ოცნებას“ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ევროკომისიისგან მიღებულ ახალ რეკომენდაციებს ახსენებს.
„მოამბე“ ჩინეთიდან, – ნოდარ ჩაჩუა ისაუბრებს პეკინიდან.