„ქართული ოცნების“ დასკვნითი ღონისძიება - შეფასებები

არჩევნებამდე სამი დღით ადრე „ქართული ოცნების“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა თავისუფლების მოედანზე.

საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მმართველი გუნდის ლიდერებმა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. პარტიის ლიდერებმა „ქართული ოცნების“ მმართველობასა და გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე ევროინტეგრაციასა და ამ კუთხით მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრეს. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მოსალოდნელ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება. აქცენტები გაკეთდა ქვეყნის ომში ჩართვის საშიშროებაზეც.