„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პოლიტსაბჭოს სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში.

შეხვედრაზე, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასა და მის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა კომენტარები გააკეთეს.

მომავალ კვირაში რიგგარეშე სესიის ჩანიშვნა იგეგმება, სადაც კომისიის შექმნაზე იმსჯელებენ.