„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი კომენტარს გააკეთებს
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი კომენტარს გააკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ კომენტარს გააკეთებს.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე განსახილველი საკითხები არ კონკრეტდება.

პირველი არხის ინფორმაციით, შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.