თანამედროვეობის პრობლემები კინოეკრანზე.
მაყურებელი მალე დავით ბორჩხაძის ახალ ნამუშევარს ნახავს სახელწოდებით „მეზობელი“. ოჯახურ ურთიერთობებზე და გლობალურ პრობლემაზე აგებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში ერთადერთ მთავარ როლს 16 წლის გოგონა ასრულებს. ფილმს, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით გადაიღეს, პირველიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, ნიუ იორკის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე აჩვენებენ.