ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მიტევების კვირას აღნიშნავს. ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს.
მორწმუნეები მარხვის დაწყებამდე ერთმანეთს მიტევებას სთხოვენ. შენდობის წესს, ტრადიციულად, სამების ტაძარში სრულიად კათოლიკოს-პატრიარქი შეასრულებს.
მიტევების კვირა ყველიერის ბოლოს, დიდი მარხვის დაწყების წინა დღეს აღინიშნება. საეკლესიო გადმოცემით, მიტევების კვირა ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დააწესეს.
ხვალიდან უკვე სააღდგომო მარხვა იწყება, რომელიც 28 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.