ქართული კულტურის ფესტივალი ლევილში

ლევილის მამულში ქართული კულტურისა და სპორტისადმი მიძღვნილი ფესტივალის მეხუთე კვირა დასრულდა. ხელბურთელებმალევან გელაშვილმა და შოთა თევზაძემ – ხელბურთის საჩვენებელი ილეთები წარადგინეს; კამერულმა თეატრმა მაყურებელს წარუდგინა სპექტაკლი „ბედნიერი დღეები“. ქართული ფოლკლორის ნიმუშები ანსამბლმა „სახიობამ“ წარადგინა. ხოლო ღონისძიებები ზვიად ბოლქვაძის ბენდთან ერთად კონცერტით დასრულდა.

მეხუთე საფესტივალო კვირაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, სხვა ღონისძიებებთან ერთად დასწრებოდნენ ანსამბლ „მართვეს“ კონცერტს. ქართული ქორეოგრაფიის ნიმუშები წარადგინა ანსამბლ „ერისიონთან“ არსებულმა ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლაპრებმა“. მაყურებლის წინაშე წარდგა ანსამბლი „დიდგორიც“. ლევილში ქართული კულტურის ფესტივალი
24 მაისიდან დაიწყო და 14 ივლისამდე, ყოველ შაბათ-კვირას გაგრძელდება.