მთელი დღეა ხალხმრავლობაა მინსკის ისტორიულ ნაწილში, სადაც ქართული კულტურის დღეები ჯერ ისევ გრძელდება. ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრები ქართულ კულტურას, ტრადიციულ კერძებს და ღვინოს აგემოვნებენ.
ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლის ისტორიას ყვება გამოფენა, რომელიც ბელარუსის დედაქალაქში წარმოადგინეს. ისმოდა ქართული მუსიკაც. ამ წუთას კი მაყურებლისა და შეკრებილი სტუმრების წინაშე ანსამბლი „ერისიონი“ გამოდის.
მარიკა შალიკაშვილი შეაჯამებს ქართული კულტურის დღეებს მინსკიდან.