ტოკიო საქართველოს დღეებს მასპინძლობს – 15-16 ივნისს იოიოგის პარკში ქართული ხელოვნების, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები ჩვენს ქვეყანას წარმოაჩენენ. გაიმართება თბილისსა და რეგიონებში მოქმედი ფოლკლორული და ქართული ხალხური ანსამბლების კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები და ქართული რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ამასთან, ჩვენი საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური მიღება გაიმართება. საქართველოს დღეები ტოკიოში კულტურის სამინისტროს ინიციატივით იმართება.