ქართული კულტურა, ტრადიციული კერძები და ქართული ღვინო – ქართული კულტურის დღეები მინსკში წელსაც უამრავი სტუმრითა და არაერთი სიახლით აღინიშნა. კონცერტების პარალელურად, მინსკის ცენტრში მოწყობილი იყო სხვადასხვა პავილიონი და საგამოფენო სივრცე, სადაც შეკრებილ სტუმრებს ჩვენი ქვეყნის წეს-ჩვეულებებსა და ისტორიას აცნობდნენ.
სწორედ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, მინსკში „საპარტნიორო ფონდმა“ ქართული სახლიც გახსნა. სივრცე ღვინის მუზეუმსა და ღვინის წარმოების ამსახველ უნიკალურ ექსპონატებს, ქართული ნატურალური პროდუქტების მაღაზიას, თონესა და მარანს აერთიანებს. თბილისობის დღესასწაული მინსკში ჯერ არ დასრულებულა. კონცერტისთვის ემზადება ჯგუფი „მგზავრები“.
სპეციალური რეპორტაჟი მინსკიდან, სადაც მარიკა შალიკაშვილი მუშაობს.