ქართული კულტურის ცენტრი ისტორიულ მიწაზე

იერუსალიმში ვიზიტამდე, ქართული დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით იორდანიაში იმყოფებოდა. ოფიციალური შეხვედრების გარდა, მთავარი ღონისძიება იმ ადგილას გაიმართა, რომელიც ახლა უკვე საქართველოს კუთვნილებაა. სამსაუკუნოვანი წყვეტის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა წმინდა მიწაზე ბრუნდება. საქართველოს კუთვნილ 4 000 კვადრატულ მეტრზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა იგეგმება.

თამარ წიკლაური და გიორგი კიკვაძე დეტალებით წმინდა მიწიდან.