ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოღვაწეობის განმავლობაში შესრულებული აქვს არაერთი დასამახსოვრებელი როლი. მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“. მუშაობდა „მეტეხის თეატრში“. 1996 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.
მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილს საქართველოს პრემიერი აქვეყნებს.