ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი გარდაიცვალა

12:45, 12.09.2022

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოღვაწეობის განმავლობაში შესრულებული აქვს არაერთი დასამახსოვრებელი როლი. მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება. მუშაობდა „მეტეხის თეატრში“. 1996 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.

მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილს საქართველოს პრემიერი აქვეყნებს.

 

მსგავსი