37 წლის ოთო ნაჭყებიას გაგაცნობთ, რომელმაც მეგობრებთან ერთად ხორბლის იმ ქართული ჯიშების აღდგენა დაიწყო, რომლებიც გადაშენების საფრთხის წინაშეა. როგორც ცნობილია, მსოფლიოში 27 სახეობის ხორბლიდან, 14 ქართული და 6 ენდემურია, რომელიც მხოლოდ საქართველოში მოდის. სიუჟეტის მთავარი გმირის მიზანია, რომ სოფლებში გლეხებმა ხორბლის მოყვანა დაიწყონ, რის გამოც, მოსახლეობას მარცვალს უფასოდ ურიგებენ, შემდეგ კი მოსავალს თავად იბარებენ და პურს აწარმოებენ.