მემორანდუმის გაფორმება

ქართული ხორბლის კულტურას სახელმწიფო იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარადგენს. შესაბამის განაცხადს ხელი მოაწერეს მიხეილ ბატიაშვილმა და ლევან დავითაშვილმა.

2018 წლის იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მოთხოვნით, კონვენციის პრიორიტეტად „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წევრი სახელმწიფოების მიერ ელემენტების წარდგენა გაცხადდა, რისი მეშვეობითაც არამატერიალური მემკვიდრეობა საერთაშორისო სამეცნიერო დარგობრივი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა.