ქართული ღვინის ექსპორტის მორიგი რეკორდი. შვიდ თვეში უცხოეთში გაყიდული ალკოჰოლური პროდუქციის ღირებულებამ 107 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის მაჩვენებელზე 28 პროცენტით მეტია.
გაიზარდა ღვინის საშუალო ღირებულებაც, რაც ავტომატურად კომპანიების შემოსავალზეც აისახა. მზარდია საქართველოდან ბრენდისა და ჭაჭის ექსპორტიც.
სანდრო ჯუფალაკიანი დეტალებით.