ლაშა ტალახაძის მორიგი ტრიუმფი 

დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ადამიანის ტიტული და კიდევ ერთხელ დამყარებული რეკორდი – ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია.

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი ძალოსნის გამარჯვებით დასრულდა. 28 წლის ტალახაძის მეტოქე მეორე ადგილზე გასული სომეხი ვარაზდატ ლალაიანი იყო, რომელსაც 35 კილოგრამით აჯობა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 225 კილო, აკვრაში კი 267, ანუ ორჭიდში 492 კილოგრამი დაძლია, რაც ყველა დროის რეკორდია. ლაშა ტალაძახემ თვეების წინ ტოკიოს ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგი ოთხი კილოგრამით გააუმჯობესა.

ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური, ხუთგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონია.

დატოვე კომენტარი