ღვინის ფესტივალი ცაგერში

ცაგერმა რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალში რეგიონის დიდი, საშუალო და მცირე 65 მარანი მონაწილეობდა. მათ საკუთარი პროდუქცია ევროპული ქვეყნების სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს, სომელიეებსა და  იმპორტიორებს, ასევე ქართველ ექსპორტიორებს წარუდგინეს. ჩატარდა ღვინის მასტერკლასები, მოეწყო სხვადასხვა სახის აქტივობა. ფესტივალი საზეიმო კონცერტით დასრულდა.